27 ივნისს, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭრა“ ფარგლებში, მტაცებლური ფასების, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, ერთ-ერთი ფორმის შესახებ ტრენინგი გაიმართა.
სემინარი, რომელსაც, წამყვანი ექსპერტები კონკურენციის დარგში ფრანსუა სუტი და აურელიო ლა ტორე უძღვებოდნენ, კონკურენციის პოლიტიკის სპეციფიკური საკითხებისა და კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციების შესახებ, იურისტების ცოდნის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.
ტრენინგს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტიის თავმჯდომარე მარინე ნიქაბაძე, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური, ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.